saqarTvelos qedebi - javis qedi
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ შტოქედი, რომელიც გამოეყოფა მთავარ ქედს ზეკარისა და ჯომაღის უღელტეხილს შორის, ჯერ მაღალია და მასზე აღმართულია მწვერვალი ბრუტსაბძელი (აღწევს 3670 მ), შემდეგ ერთბაშად დაბლდება 2900 მ-მდე. ქედის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმართულა რაროს მთა (2589). მიემართება ზოგადად სამხრეთისაკენ და ბოლოვდება ფაწა-ლიახვის შესაყარში. აგებულია ცარცული და მესამეული ტერიგენული წყებებით. წარმოადგენს მდინარეების დიდი ლიახვისა და მისი მარჯვენა შენაკადის - ფაწის წყალგამყოფს. ჯავის ქედზე მდებარეობს რაროს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 100 მ).